სამხარაძე – საქართველო არ არის არც იმპერია და არც საბჭოთა კავშირი, რომ ძალით გვყავდეს დამორჩილებული ხალხი

საქართველო არ არის არც ბრიტანეთის იმპერია და არც საბჭოთა კავშირი, რომ ძალით გვყავდეს დამორჩილებული და იმ ხალხებს ის უნდოდეთ, რისთვისაც მაჰაფმა განდი იბრძოდა. მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ეს შედარება ძალიან უადგილოა, საქართველო იმპერია არ არის, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებაზე, სადაც ის შიმშილობის ფორმის ეფექტურობაზე საუბრობს და ამბობს, რომ „მასობრივი შიმშილობების შედეგად, მაჰათმა განდიმ ინდოეთს დამოუკიდებლობა მოუპოვა, მანდელამ და მისმა თანამებრძოლებმა კი, აპარტეიდი ჩამოშალეს“.

ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ადამიანის საპატიმროდან გათავისუფლება არა შიმშილობის, არამედ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ხდება.

„ამ შემთხვევაში, საქმე გვაქვს პოლიტიკურ აქციასთან, რომელიც არ არის მაინც და მაინც კარგი და მისაღები, რადგან ამ შემთხვევაში, ადამიანებს ჯანმრთელობის დაზიანება უწევთ. ასეთ შიმშილობის აქციებს ვერანაირად ვერ მივიღებთ. შიმშილობით ადამიანის რა თქმა უნდა, საპატიმროდან გათავისუფლება არ ხდება. ადამიანი საპატიმროდან იმ შემთხვევაში გათავისუფლდება, თუ ამ გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

banner
წინა სტატიაშიე.წ. 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო იანვარში გაგრძელდება
შემდეგი სტატიასააკაშვილთან დაკავშირებით, არც ერთი კონკრეტული მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა – ბასილაია