სამხარაძე: რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა არის ოპოზიციის ახირება

რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა არის ოპოზიციის ახირება. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ქვეყანაში ხუთი არჩევნები ჩატარდა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თვითმმართველობის არჩევნები რეფერენდუმად გამოაცხადა, რომელიც არ შედგა, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ 47 პროცენტი მიიღო და ყველანაირი საკითხი რიგგარეშე არჩევნებზე, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო მიმართულებით მოხსნილია.

„ყველამ კეთილი ინებოს და მუშაობა გააგრძელოს როგორც პარლამენტში, ასევე საკრებულოებში იმ პროცენტებით, რაც მიიღეს. ნებისმიერი წინასაარჩევნო კამპანია ქვეყანაში დაძაბულობის წინაპირობა. რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის მიზანია, ქვეყანა დამშვიდდეს, ნორმალურ კალაპოტში გადავიდეს, ურჩევნიათ, დაძაბულობა იყოს და მღვრიე წყალში როგორმე თევზი დაიჭირონ. რიგგარეშე არჩევნების საკითხი მოხსნილია და 2024 წლამდე არჩევნები არ ჩატარდება“, – განაცხადა სამხარაძემ.

წინა სტატიაშიიასკო: სააკაშვილი ამბობს, რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური ბრძოლა
შემდეგი სტატიაექიმთა სახელმწიფო კონსილიუმის წევრი სააკაშვილის ჯანმრთელობაზე: გუშინ საღამოსვე უკვე შეძლო, რომ დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში გაევლო დერეფანში