სამხარაძე – პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით როცა მიდის, დელეგაციაში გაუგებარი სტატუსის მქონე ადამიანები არ უნდა ჰყავდეს

პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით როცა მიდის, მას დელეგაციაში გაუგებარი სტატუსის მქონე ადამიანები არ უნდა ჰყავდეს, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა,

სამხარაძეს კითხვა დაუსვეს ერთ-ერთი მედიის ეთერში ნინო ლომჯარიას მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ არ გამორიცხავს, პრეზიდენტთან კოორდინირებულ მოქმედებას, მათ შორის ერთობლივ ვიზიტებს საქართველოს პარტნიორ ქვეყნებში.

ნიკოლოზ სამხარაძე იმედოვნებს, რომ იმედი პრეზიდენტი ვიზიტებისას კონსტიტუციას აღარ დაარღვევს.

„ალბათ, სალომე ზურაბიშვილისთვის კატასტროფა არის, თუ ის ნინო ლომჯარიასთან ერთად ერთობლივ ვიზიტებს გეგმავს. გაუგებარია, რა სტატუსი აქვს ნინო ლომჯარიას და რა სტატუსით უნდა იყოს პრეზიდენტის დელეგაციაში. ეს ყველაფერი ცოტა ფანტასტიკის სფეროდან ჟღერს და სრულიად გაუგებარია. დიდი იმედი მაქვს, სალომე ზურაბიშვილი ამ დონემდე მაინც არ დაეცემა და გაუგებარი სტატუსის მქონე ადამიანთან ერთად ვიზიტში არ წავა. კატასტროფაა, რადგან პრეზიდენტის ვიზიტებს გარკვეული პროტოკოლი და ჩარჩო აქვს. შესაბამისად, როცა მაღალი დონის ოფიციალური ვიზიტია, მასში განსაზღვრულია თითოეული მონაწილის სტატუსი. პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით როცა მიდის, მას დელეგაციაში გაუგებარი სტატუსის მქონე ადამიანები არ უნდა ჰყავდეს. იმედი მაქვს, პრეზიდენტი ვიზიტებისას კონსტიტუციას აღარ დაარღვევს, თუმცა თუ ისევ მთავრობის ნებართვის გარეშე წავა, ეს კიდევ მეორე პრობლემა იქნება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში გაემგზავრა
შემდეგი სტატიაშოთაძე – ფარცხალაძის საქმეზე სუს-ში გამოძიება მიმდინარეობს, ჩვენ საპროკურორო ზედამხედველობას ვახორციელებთ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ