სამხარაძე – ოპოზიციაში ჰგონიათ, რომ ხელისუფლების საწინააღმდეგოდ მუშაობენ, მაგრამ რეალურად, ქვეყნის საწინააღმდეგოდ მუშაობენ

ოპოზიციაში ჰგონიათ, რომ ხელისუფლების საწინააღმდეგოდ მუშაობენ, მაგრამ რეალურად, ქვეყნის საწინააღმდეგოდ მუშაობენ. პირველ რიგში, მათი დეზინფორმაციული კამპანია ქვეყნის იმიჯს აზარალებს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განუცხადა.

დეპუტატმა კომენტარი გააკეთა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა: „ოპოზიციის წარმომადგენლები ევროკავშირის დერეფნებში დადიან და იმ დერეფნებში, როგორც ვიზალიბერალიზაციის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, ზუსტად იმავეს აკეთებენ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებითაც“.

სამხარაძის თქმით, ოპოზიციას მცდელობას შედეგი არ ექნება, რადგან ევროკავშირი და ევროპული ინსტიტუტები ფაქტობრივ მონაცემებს ეყრდნობიან და არა დეზინფორმაციას.

„ოპოზიციის საუბრის ჩანაწერები არ გვაქვს, თუმცა ვიცით, რომ ამ შეხვედრებზე ითხოვენ სანქციებს და საუბრობენ იმაზე, რომ თურმე, საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის „ქართული ოცნება“ შემაფერხებელია და თუ ხელისუფლებას არ ჩამოშორდება, საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება. ასევე, თურმე, „ქართული ოცნება“ რუსეთს ეხმარება. მათ აქვთ დეზინფორმაციული კამპანია. ალბათ, გახსოვთ, საქართველოში ვითომ რუსული სექტორი რომ უნდა გაგვეხსნა, ასევე თითქოს, ჩვენს თავზე რუსული თვითმფრინავები დაფრინავდნენ. ინფორმაციას, რომელსაც ისინი ქვეყნის შიგნით ავრცელებენ, იმავე ინფორმაციას ავრცელებენ ქვეყნის უცხოეთში.

ირაკლი კობახიძე სწორედ იმას ამბობდა, რომ ქვეყნის საწინააღმდეგოდ მუშაობენ. ჰგონიათ, რომ ხელისუფლების საწინააღმდეგოდ მუშაობენ, მაგრამ რეალურად, ქვეყნის საწინააღმდეგოდ მუშაობენ. პირველ რიგში, მათი დეზინფორმაციული კამპანია ქვეყნის იმიჯს აზარალებს და ამას მიჩვეული ვართ, რადგან ალბათ, გახსოვთ, რომ მათ მსგავსი მოთხოვნები ვიზალიბერალიზაციის დროსაც ჰქონდათ, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა არ მიეცათ. მათ მცდელობას შედეგი არ ექნება, რადგან ევროკავშირი და ევროპული ინსტიტუტები ფაქტობრივ მონაცემებს ეყრდნობიან და არა დეზინფორმაციას“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

banner
წინა სტატიაშიქადაგიშვილი – ოპოზიციას მოლოდინის შექმნის სურვილი აქვს, რომ საქართველო თუ არ მიიღებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, ეს იქნება მათთვის რევოლუციური სცენარის განხორციელების საშუალება, ამ ნარატივით საუბრობენ
შემდეგი სტატიაავტოსაზგაო შემთხვევა ჩაქვის გვირაბში – დაიღუპა 2 ადამიანი