სამხარაძე – მე-18 დაწესებულებიდან სააკაშვილის სხვაგან გადაყვანა არის პოლიტიკური სპეკულაციის საგანი

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საკითხი პოლიტიკური სპეკულაციის საგანია და ამას არანაირი საერთო აღარ აქვს არც ჯანმრთელობასთან, არც ექიმების დასკვნასთან, არამედ არის პოლიტიკური ახირება.

„ექიმების პირველ კომენტარში საუბარი იყო, რომ მე-18 დაწესებულება კარგად აღჭურვილია, იქ არიან კვალიფიციური ექიმები და შეთამაშების პრობლემა არისო. ეს საფეხბურთო კლუბია, შეთამაშების პრობლემა რომ ჰქონდეთ ექიმებს? გამოყოფილია ექიმები, რომელთაც აქვთ ცოდნა და გამოცდილება. თურმე, ეს ადამიანები რესპუბლიკური საავადმყოფოდან კონტრაქტით არიან გადაყვანილი. გამოცდილება, რაც მათ რესპუბლიკურ საავამყოფოში ჰქონდათ, ციხის საავადმყოფოში არ გადმოყვებათ? გამოცდილება სად წავიდა? თუ აპარატურა კარგია, მაშინ დგას კითხვა მიხეილ სააკაშვილის სხვაგან გადაყვანაზე? ეს არის პოლიტიკური სპეკულაციის საგანი და ამას არანაირი საერთო აღარ აქვს არც ჯანმრთელობასთან, არც ექიმების დასკვნასთან, ეს არის პოლიტიკური თამაშები და პოლიტიკური ახირება“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

banner
წინა სტატიაშიახვლედიანი: 2020-2021 წლებში ოკუპირებული რეგიონების 2 000-ზე მეტმა მაცხოვრებელმა მიიღო ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება
შემდეგი სტატიამიხეილ სარჯველაძე, დავით სერგეენკო და დიმიტრი ხუნდაძე დღეს მე-18 სამედიცინო დაწესებულებას ეწვევიან