სამხარაძე: კიდევ ერთი მცდელობაა, ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალება აიძულონ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც კიდევ ერთხელ მთავრობის დაუკითხავად მიუნხენის კონფერენციაზე გაემგზავრა, სამწუხაროდ, აღმოჩნდა უხერხულ მდგომარეობაში, როდესაც მას ერთ-ერთ პანელზე პირდაპირ მიუთითეს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტში მიმდინარე პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი არის ახალიმ ძალიან დიდი კამპანიის ნაწილი, რომელიც მიმდინარეობს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.

„მინდა, საზოგადოებას ვამცნო იმის შესახებ, რომ ევროპარლამენტში ჩვენთვის კარგად ნაცნობი, თუ ცუდად ნაცნობი ევროპარლამენტარები აგროვებენ ხელმოწერებს, იმისთვის, რომ ზურაბიშვილს სთხოვონ სააკაშვილის შეწყალება. ამ ფაქტს ნავალნის სამწუხარო გარდაცვალებას უკავშირებენ და სურთ, პარალელები გაავლონ. ისევ ამოქმედებულია ის ძველი ლობისტური ხაზები, რომელთა შესახებაც ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. ეს კიდევ ერთი მცდელობაა, აიძულონ, ან ზეწოლა განახორციელონ სალომე ზურაბიშვილზე, რომ მან მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს და მესამე მოსმენით საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს უყრიან კენჭს.

ცნობისთვის, საპარლამენტო სხდომა “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა ეკა ხერხეულიძემ და დავით კირკიტაძემ სწორედ იმისთვის გამოიყენეს, საქართველოს პრეზიდენტისთვის ექსპრეზიდენტის შეწყალების თხოვნით მიემართათ.

banner
წინა სტატიაშიადგილი აქვს დროებით სტაბილიზაციაში მყოფი, ძველი მეწყრული სხეულის გააქტიურებას-სააგენტო ადიგენზე
შემდეგი სტატიაკახი კალაძე: ირაკლი კობახიძის განცხადებებს არა ანტიდასავლური, არამედ ქვეყნის ინტერესების დაცვა ჰქვია