სამხარაძე – არესტოვიჩის ამოცანაა, საქართველო ომში ჩაებას, არ მგონია, მას უფრო მეტად უყვარდეს საქართველო, ვიდრე რომელიმე ჩვენგანს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ნათელია ალექსეი არესტოვიჩის ამოცანა, რომ საქართველო ომში ჩაებას.

ნიკოლოზ სამხარაძე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველ ალექსეი არესტოვიჩის იმ განცხადებას, სადაც არესტოვიჩი აღნიშნავს: „საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, დაიკავოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, იქ რუსული ჯარი არ დარჩა, ყველა გაიყვანეს“.

„ეს ნიშნავს იმას, რომ არესტოვიჩის განცხადებები უკვე ძალიან მომაბეზრებელი გახდა. მე მგონი, მას უკვე საერთოდ აღარ უნდა მივაქციოთ ყურადღება. ძალიან ნათელია, რა არის მისი ამოცანა. მისი ამოცანაა, საქართველო ჩაებას ომში. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რამდენი კაცია გაყვანილი ცხინვალიდან და აფხაზეთიდან, რამდენი ტანკია იქ დარჩენილი და ამისთვის არესტოვიჩის მითითებები ნამდვილად არ გვჭირდება. არ მგონია, არესტოვიჩს უფრო მეტად უყვარდეს საქართველო, ვიდრე რომელიმე ჩვენგანს. ჩვენც ძალიან კარგად ვიცით, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა როგორ უნდა აღვადგინოთ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

banner
წინა სტატიაშიხავიერ კოლომინა – ნატო ძალზედ აფასებს საქართველოსთან პარტნიორობას, თქვენს განკარგულებაშია ნატო-ს ყველა ინსტრუმენტი, ზოგიერთი ინსტრუმენტი კი, მხოლოდ საქართველოსთვის მოქმედებს
შემდეგი სტატიახავიერ კოლომინა – მადრიდის სამიტზე იქნება მიღებული გადაწყვეტილებები მხარდაჭერაზე, რომელიც მიბმული იქნება საქართველოს საჭიროებებთან