სამხარაძე – არ მგონია, გიორგი გახარიას მიმართ 20 ივნისის საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს

არ მგონია, რომ გიორგი გახარიას მიმართ 20 ივნისის საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს, ყველაფერი, რაც შეეხებოდა იმ ღამეს, არის ნათელი და პასუხგაცემული, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, მოტივების გამო სისხლის სამართლებრივი საქმეების აღძვრა არ ხდება.

„მოტივებზე თუ არის საუბარი, მოტივების გამო სისხლის სამართლებრივი საქმეები არ აღიძრება ნამდვილად. იმ პერიოდში გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღებოდა, თუმცა მე ვერ ვიტყვი, შიგნით რა ხდებოდა, მაშინ გუნდის წევრი არ ვიყავი. თავისთავად ის ფაქტი, რომ გიორგი გახარია იყო პრემიერი და ძალიან კარგად უმკლავდებოდა მათ შორის პანდემიის ნაწილს, ამაზე არავინ ვდაობთმ თუმცა არის რიგი კითხვები იმ ოპერაციებთან დაკავშირებით, რომელიც მისი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს იყო განხორციელებული“, – განაცხადა სამხარაძემ.

banner
წინა სტატიაშიგაბუნია – 16 ჰოსპიტალი და პირველადი ჯანდაცვის 15 დაწესებულება მზად არის, ეტაპობრივად ჩაერთოს ვაქცინაციის პროგრამაში
შემდეგი სტატიაPHR – სიღარიბის გამო ბავშვების ოჯახისგან დაშორება სასამართლომ უკანონოდ ცნო