სამივე შემთხვევაში ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი ამ ეტაპამდე ნარჩუნდება მედიკამენტების გზით

სამივე შემთხვევაში ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი ამ ეტაპამდე ნარჩუნდება მედიკამენტების გზით. რაც შეეხება მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის პერსპექტივას, ამ ეტაპისთვის საუბარი ზედმეტია, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულ სამივე პაციენტს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნება.

„დაშავებული პაციენტების საშუალო ასაკი 25 წელია. ამ ეტაპზე ორ ქალბატონთან ოპერაციული ჩარევა მიმდინარეობს, ვინაიდან განვითარდა შინაგანი სისხლდენა. ერთი პაციენტი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში. სამივე მათგანის მდგომარეობა ამ ეტაპზე კრიტიკულია“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

შატილის გზაზე ავარიის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა, სამის მდგომარეობა კი უკიდურესად მძიმეა.

სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

მთავრობის განკარგულებით, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის განკარგულებით 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა
შემდეგი სტატიაქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მესტიიდან სამი კოვიდინფიცირებული პაციენტი შეიყვანეს