სამირა ისმაილოვამ საოლქო კომისიის წევრების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა

ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრმა, სამირა ისმაილოვამ, ბოლნისის საოლქო კომისიაში მუდმივმოქმედი და დროებითი წევრების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

ოპოზიციის წარმომადგენლის მტკიცებით, წევრების უმრავლესობა თამარ ჟვანიასა და ქართული ოცნების ინტერესების გამტარებელია, რადგან ისინი პარალელურად საჯარო სამსახურებში მუშაობენ.

ისმაილოვას თქმით, კომისიის ერთ-ერთი წევრის ცოლის კუთვნილი კომპანია კი ბოლნისში სისტემატურად იგებს ტენდერებს და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებას იღებს.

„საოლქო საარჩევნო კომისიის მუდმივი წევრი, ვიქტორ ისიანი, რომლის მეუღლე, ფიქრია მიქელაძე, ფლობს კომპანიას, რომელიც მუდმივად იღებს მონაწილეობას ადგილობრივ ტენდერებში და ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან იღებს დაფინანსებას სხვადასხვა საქმიანობისთვის,“ – განაცხადა ისმაილოვამ.

banner
წინა სტატიაშიქობულეთი-ოზურგეთის დამაკავშირებელ გზა გადაკეტილია – მოსახლეობასა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად ცესკო-ში ოფიციალურად წარადგინეს