12.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 7, 2026
banner

სამირა ბაირამოვა: დასასვენებლად გასული ქალზე ძალადობის შემთხვევას შევესწარი

შოკი. დასასვენებლად ვიყავი და ქალთა [მიმართ] ძალადობის შემთხვევას შევესწარი”,- წერს უფლებადამცველი სამირა ბაირამოვა სოციალურ ქსელში.

“ქალი გადარჩენილია, მოძალადე კი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. ადგილზე დროულად მივიდა დმანისის პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა. მადლობა მათ სწრაფი, დროული და ოპერატიული რეაგირებისთვის.

ძალადობის თითოეულ შემთხვევას შესაბამისი და დროული რეაგირება სჭირდება ზოგჯერ სწრაფ მოქმედებას ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.

გამიმართლა, რომ მოძალადე მშიშარა იყო არ ჰქონდა იარაღი, მარტო მივედი ადგილზე ჯოხით. არ ვიცოდი დახმარება რამდენ ხანში მოსული იქნებოდა”,- წერს სამირა ბაირამოვა.

banner
წინა სტატიაში21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები მორიგ საპროტესტო აქციას მართავენ
შემდეგი სტატიახატია დეკანოიძე: კაცს, რომელმაც პოლიციის მხრიდან ძალადობის კადრები გაავრცელა – 17 წელი მიუსაჯეს