15.8 C
Tbilisi
შაბათი, ოქტომბერი 17, 2026
banner

სამინისტრო ველისციხის საჯარო სკოლის წარმომადგენლებსა და მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის საჯარო სკოლის წარმომადგენლებსა და მოსწავლეთა მშობლებს შეხვდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, საუბარი შეეხო სასწავლო პროცესის განახლებას, მოსწავლეებისთვის უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველყოფას, სკოლის შენობის ამჟამინდელ მდგომარეობასა და ადგილზე განსახორციელებელ სამუშაოებს.

აღინიშნა, რომ სკოლის შენობასთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებები ექსპერტიზის შედეგებისა და სპეციალისტების ოფიციალური შეფასებების საფუძველზე მიიღება.

„ლევან ღირსიაშვილმა სასწავლო პროცესის უწყვეტობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რომ მოსწავლეებისა და სკოლის თანამშრომლებისთვის უსაფრთხო სასწავლო გარემო იყოს უზრუნველყოფილი.

შეხვედრის მონაწილეებმა სასწავლო პროცესის გაგრძელების რამდენიმე ალტერნატიული ვარიანტი განიხილეს.

პედაგოგებთან და მშობლებთან შეთანხმებით გადაწყდა, რომ მოსწავლეები ერთი თვის განმავლობაში სწავლას ონლაინფორმატში გააგრძელებენ. ამ პერიოდში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სკოლაში შესაბამის სამუშაოებს განახორციელებს, რის შემდეგაც მოსწავლეები სკოლის შენობაში, უსაფრთხო გარემოში განაახლებენ სწავლას.

პარალელურად, დაიწყება სკოლის შენობის მეორე კორპუსის დემონტაჟი და ახალი სასკოლო შენობის მშენებლობისთვის საჭირო სამუშაოები”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

განათლების სამინისტროს თანახმად, შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. ლევან ღირსიაშვილმა და ილია ბეგიაშვილმა მოსწავლეთა მშობლებისა და სკოლის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხეს და მათთვის საინტერესო საკითხებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ცეცხლაძე: მშობლებმა თავი გადავდეთ, რომ შედეგისთვის მიგვეღწია, მაგრამ ეს აშკარად ამ მომენტში ჩვენს ძალებს აღემატება
შემდეგი სტატიაპუტინი: ჩვენ არ დაგვიწყია ომი, არამედ ჩვენს წინააღმდეგ დაიწყეს ომი