33.9 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

სამინისტრო: პირველ კლასში ინგლისურის სწავლება უქმდება, თუმცა საათები მე-10 კლასში იზრდება

პირველი უცხო ენის, ინგლისური ენის სწავლება სკოლებში 1-ელი კლასიდან აღარ დაიწყება. ამის შესახებ  განათლების სამინისტროში განაცხადეს.

მათივე ცნობით, ინგლისურის სწავლება გაძლიერდა მე-10 კლასში.

„ინგლისური არ დაიწყება 1-ელი კლასიდან, მაგრამ ინგლისურის სწავლება გაძლიერდა მე-10 კლასში, სადაც გაიზარდა ინგლისური ენის საათი”, – განუცხადეს „ინტერპრესნიუსს” განათლების სამინისტროში.

ქართულენოვან სკოლებში, ინგლისური ენის სწავლება მეორე კლასიდან დაიწყება.

banner
წინა სტატიაშიმასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის საუკეთესო მასწავლებლების ათეული ცნობილია – პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძე: ALDE წინააღმდეგია, რომ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეთ