,,სამინისტრო მზადაა, თხილის მავნებლებთან ბრძოლის კუთხით დაგროვილი გამოცდილება გალის მუნიციპალიტეტში მყოფ ფერმერებს გაუზიაროს”

„სამწუხაროდ ჩვენ გვაქს ძალიან შეზღუდული შესაძლებლობები აფხაზეთთან ღონისძიებების გატარების კუთხით, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით ჩვენ ვცდილობთ ვითანამშრომლოთ“, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ზუგდიდში ყოფნისას განაცხადა. მისი განმარტებით, სამინისტრო მზადაა, თხილის მავნებლებთან ბრძოლის კუთხით დაგროვილი გამოცდილება გალის მუნიციპალიტეტში მყოფ ფერმერებს გაუზიაროს.

„სამწუხაროდ, ჩვენ გვაქს ძალიან შეზღუდული შესაძლებლობები აფხაზეთთან ღონისძიებების გატარების კუთხით, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით, ვცდილობთ ვითანამშრომლოთ. მათ შორის უცხოური ორგანიზაციების მეშვეობით გავუწიოთ დახმარება ფერმერებს გალის მუნიციპალიტეტში. ასევე კონულტაციების კუთხით ჩვენ ღია ვართ, რომ გავუზიაროთ გამოცდილება ფერმერებს, რადგან საქართველოში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით მნიშვნელოვანი გამოცდილება ჩამოყალიბდა“, – განაცხდა მინისტრმა.

ზუგდიდში, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის (GHGA-ის) მე-3 კონფერენცია გაიმართა, სადაც თხილის სექტორში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

banner
წინა სტატიაშიგადადგეს დაკავებული თანამდებობიდან მიხეილ ბატიაშვილი – ოპოზიცია განათლების სისტემაში ძირეული ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს
შემდეგი სტატიახანძარი კასპში – ცეცხლი ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულს უკიდია