სამინისტრო – ინფორმაცია, თითქოს საუნივერსიტეტო კლინიკის პაციენტები კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღებას ვერ ახერხებენ, რადგან აპარატი ციხის დაწესებულებაშია გადატანილი, სინამდვილეს არ შეესაბამება

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის პაციენტები კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღებას ვერ ახერხებენ, ვინაიდან აპარატი ციხის სამკურნალო დაწესებულებაშია გადატანილი, სინამდვილეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოში, კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღების პროცესში მოქალაქეებს შეფერხება არ ექმნებათ.

„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს განვმარტოთ, რომ სინამდვილეს არ შეესაბამება ინფორმაცია, იმის შესახებ, თითქოს აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის პაციენტები კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღებას ვერ ახერხებენ, ვინაიდან აპარატი ციხის სამკურნალო დაწესებულებაშია გადატანილი.

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოში, კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღების პროცესში მოქალაქეებს შეფერხება ამ დრომდე არ ექმნებათ.

ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებაში ორი კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი (General Electric-ის 64 და 16-შრიანი) გამართულად ფუნქციონირებს.

რაც შეეხება კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატს, რომელიც სასჯელაღსრულების მე-18-ე სამკურნალო დაწესებულებაშია გადატანილი, რესპუბლიკურმა საავადმყოფომ ის 2021 წლის 13 მაისს შეიძინა.

ამასთანავე, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო, უახლოეს თვეებში, მსოფლიო ბანკის გრანტით, Canon-ის 640-შრიანი უახლესი კომპიუტერული ტომოგრაფიით აღიჭურვება.

გარდა ამისა, სამედიცინო დაწესებულებას 128-შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატიც გადაეცემა“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილმა ზელენსკის უარი უთხრა, სააკაშვილის მდგომარეობა უკრაინელმა ექიმებმა შეამოწმონ
შემდეგი სტატიასარჯველაძე – არაფრით არ შეიძლება იმის თქმა, რომ 2012 და 2021 წლების პენიტენციურ სისტემაში ერთი და იგივე მდგომარეობაა, ახლოსაც არ არის