ექსპორტირებული დაფნის ფოთლის რაოდენობა 60%-ით, ხოლო ღირებულება 51%-ით გაიზარდა,_ ამის შესახებ განცხადებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს განცხადებით, მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოდან ექსპორტირებულია 803 ტონა დაფნის ფოთოლი, 3.2 მლნ აშშ დოლარის ღირებულებით. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული დაფნის ფოთლის რაოდენობა 60%-ით (301 ტონა), ხოლო ღირებულება 51%-ით (1.1 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, 2021 წლიდან მზარდია დაფნის ფოთლის საექსპორტო ფასიც, რომელმაც 2025 წელს კილოგრამზე 4.2 აშშ დოლარს მიაღწია.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციითვე, დაფნის ფოთლის ძირითადი საექსპორტო ბაზრებია ჩინეთი (68%) და რუსეთი (22%).
















