სამინისტრო ბათუმში, კოვიდსასტუმროში გარდაცვლილზე განცხადებას აკეთებს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ბათუმში, სასტუმრო “სანაპიროს” ეზოში გარდაცვლილ კოვიდინფიცირებულ პაციენტზე განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ მას სავარაუდოდ, ეპილეფსიური გულყრა განუვითარდა. შემთხვევა 9 სექტემებრს მოხდა.

49 წლის კაცი სასტუმროს ეზოშივე გარდაიცვალა.

“9 სექტემბერს, ბათუმის ერთ-ერთ კოვიდ სასტუმროს ეზოში 49 წლის კოვიდინფიცირებული მამაკაცი გარდაიცვალა. პაციენტს კოვიდ სასტუმტოში შეყვანისთანავე განუვითარდა სავარაუდოდ ეპილეფსიური გულყრა, გონების დაკარგვის ეპიზოდით.

ადგილზე გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, თუმცა გატარებული ღონისძიებების მიუხედავად დაფიქსირდა გარდაცვალება”, – წერია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიბათუმში კოვიდინფიცირებული პაციენტი სასტუმროდან გაქცევის მცდელობისას გარდაიცვალა
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 262 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა