სამი წინაპირობა, რომლის შესრულებასაც მამუკა ხაზარაძისგან წერილით ითხოვდნენ

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მარტი 6, 2019 15:09

სამი წინაპირობა, რომლის შესრულებასაც მამუკა ხაზარაძისგან წერილით ითხოვდნენ

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ პროკურატურისთვის გადაცემულ წერილში, რომელსაც თავად საგამოძიებო უწყება ასაჯაროებს, „ყველანაირი წინაპირობის გარეშე“ შესასრულებელ 3 სახის ულტიმატუმზეა საუბარი. წერილში აღნიშნულია, რომ პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, „გამოიყენებენ მათ ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და ობიექტურ საშუალებას და გააკეთებენ ამას საჯაროდ შიდა და საერთაშორისო მომხმარებლებისთვის“.

„დადასტურებულად ვიცით, რომ გვებრძვით და აქ საქმე არ ეხება მხოლოდ ფინანსებს;

ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, თუმცა თქვენი მხრიდან გრძელდება დესტრუქციული ქმედებები.

ყველანაირი წინაპირობის გარეშე:

1. უახლოეს 5 დღეში TV1 უნდა დაჯდეს TVიმედის ტრენდზე, გადავიდეს მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე ( ეს უნდა დავინახოთ არხის სარედაციო პოლიტიკიდან).

2. მ.ხ -მ უნდა გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობის“ რევანში. ქართულ ბიზნესს კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდანენ მას „ნაციონალური მოძრაობის“ პირობებში და რომ ამის განმეორება მიუღებელია. მან უნდა მოუწოდოს ბიზნესმენებს, მათ, ვისაც მსგავსი პოზიცია აქვთ, გაერთიანდნენ და ერთობლივად იმოქმედონ (შემდეგ უკვე მისი ინტერპრეტაციაა შესაძლებელი).

3. არტარეას უნდა დაეტყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი

· ამ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ, ვაწარმოოთ ჯანსაღი მოლაპარაკებები ყველანირი წინაპირობების გარეშე.

· წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და ობიექტურ საშუალებას და გავაკეთებთ ამას საჯაროდ შიდა და საერთაშორისო მომხმარებლებისთვის,“ – ნათქვამია წერილში, რომელსაც პროკურატურა აქვეყნებს.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მარტი 6, 2019 15:09

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,022
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics