
„ძალიან მიჭირს, მიმძიმს… მე პატარა კაცი ვარ, ჯიმა, ოღონდ დიდი გულით. ჩემზე ჯერ არ დაწერო, დედა ინერვიულებს”- ეს სიტყვები ედიშერს ეკუთვინის, რომელიც მან სოციალურ ქსელში მომწერა…
„საქართველოვ, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი“ – ჯანსუღ ჩარკვიანი ედიშერის გარდაცვალებას რომ მოსწრებოდა, ამ სიტყვებს, ალბათ მასზე დაწერდა.
ედიშერ კვარაცხელია,სამი წლის წინ, 10 ოქტომბერს დაიღუპა. მებრძოლის ცხედარი საქართველოში 15 ოქტომბერს ჩამოასვენეს. ის უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდა, იყო 25-ე ცალკეული მოტომსროლელი დივიზიის, “КИЇВСЬКА РУСЬ-ის”, წევრი, მონაწილეობდა ასევე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში.

















