“სამი წლის განმავლობაში ხელისუფლება ჩვენ გვატყუებდა – თურმე, აზერბაიჯანიდან ამის შესაძლებლობა არ ყოფილა”

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ზურაბ მელიქიშვილმა აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობის მიღების შესახებ კომენტარი გააკეთა.

მელიქიშვილის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა, რომ საქართველოში „გაზპრომი“ შემოეყვანა.

„ხელისუფლებას, ნაცვლად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ეწარმოებინა მოლაპარაკებები მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან და მთავარ მომწოდებელთან – აზერბაიჯანთან, ყველაფერს აკეთებდა, რომ სხვადასხვა მიზეზით შემოეყვანათ საქართველოში „გაზპრომი“.ეს მილები დატვირთულია ძალიან საზიანო პოლიტიკით. წლების განმავლობაში, ამ მიმართულებით არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამთ. და ის, რომ დღეს ხელშეკრულება ფორმდება დამატებით მოცულობებთან დაკავშირებით, უსვამს, რომ სამი წლის განმავლობაში ხელისუფლება ჩვენ გვატყუებდა – თურმე, აზერბაიჯანიდან ამის შესაძლებლობა არ ყოფილა. ბუნებრივია, ჩვენ და საზოგადოება ყოველთვის უნდა ვიყოთ ყურადღებით. ჩვენ გავაპროტესტებთ იმ დამოკიდებულებას, რომ რამე მეთოდით „გაზპრომი“ შემოიყვანონ საქართველოში და საქართველო, რომელიც ენერგოდამოუკიდებელი ქვეყანაა, დამოკიდებული გახადონ უშუალოდ რუსეთზე და მათ პოლიტიკაზე“, – განაცხადა მელიქიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმოლდოვაში პრეზიდენტს პირდაპირი წესით აირჩევენ
შემდეგი სტატიაგასპარ ნოეს ფილმის „სიყვარული“ (Love) გავრცელებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო