სამი ქვეყნის მინისტრი საოკუპაციო ხაზთან-,,გვინდა გავახშიროთ კონტაქტები გამყოფი ხაზების გასწვრივ”

სამი ქვეყნის მინისტრი დღეს საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი მოლდოვის ვიცე-პრემიერთან რეინტეგრაციის საკითხებში კრისტინა ლესნიკთან და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხების მინისტრთან ვადიმ ჩერნიშთან ერთად სოფელ ოძისში ჩავიდა, სადაც სტუმრებმა გადასასვლელი დაათვალიერეს და სიტუაციას ადგილზე გაეცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას, საელმწიფო მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

მინისტრებმა საკუთარი თვალით ნახეს რუსული სამხედრო ბაზა, ერთ-ერთი იმ ცხრამეტთაგან, რომელიც გამყოფი ხაზის გასწვრივაა განთავსებული.

„აქ არის ე.წ. გადსასვლელი პუნქტი, რომლითაც ადამიანთა ნაწილს მაინც აქვს გადაადგილების შესაძლებლობა. სხვა შემთხვევაში კი ცხინვალის რეგიონი ჩამოშორებულია დანარჩენ საქართველოს და შესაბამისად, გარესამყაროს, ვინიდან ასეთი ბარიკადებით სრულ იზოლაციაში ექცევა. მათ მიერვე გამოქვეყნებული სტატისტიკა მეტყველებს იმაზე, რომ გაცილებით მეტ ადამიანს აკავებენ ცხინვალის რეგიონიდან საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე გადმოსვლისას, ვიდრე პირიქით. ვინაიდან მათ აქვთ საჭიროება რომ გადაადგილდნენ, ჰქონდეთ ოჯახებთან ურთიერთობა, შეიძინონ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთები და ა.შ. ასე რომ, ეს ყველაფერი ძალიან აბსურდული და ძალიან არამდგრადია.

„დღეს სიტუაციას ადგილზე ვეცნობით რათა განვსაზღვროთ თუ როგორ უნდა დაიძლიოს ეს გამოწვევები. ჩვენ გვაქვს სეციალური პროგრამა გამყოფი ხაზების გაწვრივ მდებარე სოფლების მოსახლეობის დახმარებისათვის. ოძისიც შედის ამ პროგრამაში და მოგეხსენებათ ასევე გვაქვს ახალი ინიციატივა, რომლითაც გვინდა გავახშიროთ კონტაქტები გამყოფი ხაზების გასწვრივ, რათა ადამიანებს მიეცეთ თავიანთი სასიცოცხლოდ მნიშვნლოვანი ინტერესების დაკმაყოფილების საშუალება ვაჭრობით, უკეთესი განათლებითა თუ ნებისმიერ სხვა სერვისზე ხელმისაწვდომობით. სახელმწიფო აუცილებლად გააგრძელებს მათზე ზრუნვას, რადგან ესაა ჩვენი მოსახლეობა, არასოდეს გვითქვამს მათზე უარი და არც ვიტყვით“,- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მოლდოველი და უკრაინელი მინისტრების ვიზიტი საქართველოში დღეს სრულდება.

banner
წინა სტატიაში,,ძალიან დადებითი დასკვნა დადო ევროკომისიამ ვიზალიბერალიზაციის შესრულების კუთხით”
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი – ჩემი პრეზიდენტობის დროს არც ერთი მოქმედი პოლიტიკური ლიდერი არ ყოფილა დაპატიმრებული