სამი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა- ავტოკატასტროფაში დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა

კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულებიდან ორს, მათ შორის არასრულწლოვანს ოპერაციას გაუკეთებენ. ამის შესახებ “ნიუ ჰოსპიტალის” კლინიკაში განაცხადეს.

რეანიმატოლოგ ალექსანდრე მხარგრძელი განცხადებით, ამ დროისთვის სამი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა არცერთი მათგანი მართვით სუნთქვაზე არ იმყოფება. ექიმების ცნობით, კლინიკაში ოთხი პაციენტი რჩება. ორ მათგანს ოპერაცია ჩაუტარდება.

ავტოსაგზაო შემთხვევა კრწანისის ქუჩაზე გუშინ მოხდა, სატვირთო ავტომობილი “ნიუ ჰოსპიტალსის” ეზოში შევარდა და რამდენიმე მანქანა მოიყოლა.

 

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ „აიპლუსის“ გაქურდვის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავა
შემდეგი სტატიადატბორილი სახლები თელავში- მოსახლეობა დახმარებას ითხოვს