სამი მეთევზე ,,ვეშაპის ნარწყევით” გამდიდრდა

სამი მეთევზე, რომელმაც ზღვაში 80 კილოგრამამდე ,,ამბერგისის,, სახელით ცნობილი ვეშაპის ნარწყევი იპოვა, მალე მილიონერები გახდებიან.
არაბული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, საუდის არაბეთის მკვიდრმა სამმა მეთევზემ ზღვაში იპოვა ნივთიერება, რომელიც ოქროზე გაცილებით ძვირად ფასობს.,,ვეშაპის ნარწყევი,, ასე ეძახიან ნივთიერებას, რომელსაც სხვადასხვა სახის ვეშაპები ნაწლავებში წლობით ატარებენ და რომელიც მათ მუცელში მოხვედრილი დიდი ზომისა და მაღალი სიმკვრივის ნივთიერების მონელებაში ეხმარება. როგორც ცნობილია, ვეშაპები ამ ნივთიერებს გარჯვეული პერიოდის შემდეგ აღებინებენ (არწყევენ) და მათი მპოვნელი უმალ მდიდრდება, რადგან მისი გაშრობის შედეგად მიიღება საშინელი სუნის მქონე მასა, ნივთიერება, რომელიც გარკვეულ ქიმიურ ნივთიერებებთან შერევის შედეგად, საოცრად სასიამოვნო სუნის მქონე სითხედ გადაიქცევა და რაც მთავარია ძვირადღირებული სუნამოს მისაღებად, სუნის დიდხანს შენარჩუნებას გარანტირებულს ხდის. სწორედ ამ უნიკალური თვისებებისა და ბუნებაში მისი იშვიათობის გამო, ,,ვეშაპის ნარწყევად,, ცნობილი ნივთიერება საოცრად ძვირად ფასობს. განსაკუთრებით კი ,,ამბერგისის,, სახელით ცნობილი ვეშაპის.
როგორც არაბული პრესა იტყობინება, საუდელ მეთევზეებს ნაპოვნ 80 კილოგრამამდე იშვიათ ნივთიერებაში, წამყვანმა სუნამომწარმოებლებმა 3 მილიონი დოლარი უკვე შესთავაზეს. თუმცა მეთევზეები გაყიდვას არ ჩქარობენ და უკეთეს შემოთავაზებას ელიან.

15049917_1818410198443979_951480766_n

banner
წინა სტატიაშიკახეთში შვილმა მოხუც დედასთან, სავარაუდოდ, სექსუალური კავშირის დამყარება სცადა
შემდეგი სტატიამთავრობამ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა