სამი მცირეწლოვანი კვლავ მართვით სუნთქვაზე რჩება- რა თქვა ექიმმა

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში სტაბილურად მძიმე რჩება კორონავირუსით დაავადებული ორი მცირეწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ერთის შემთხვევაში კი არასტაბილური ჰემოდინამიკა დაფიქსირდა.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის განცხადებით,  მკურნალობის პროცესში ჩართული არიან როგორც ინფექციონისტები, ასევე „ევექს ჰოსპიტლების“ ექსპერტთა საბჭოს წევრები.

“ამ მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესება ძალიან ცუდი შედეგია, ამიტომ პარამეტრების ცვლილების მიხედვით კორეგირება შეგვაქვს და სტაბილურად მძიმე ნიშნავს, რომ ისინი იმყოფებიან მართვით სუნთქვაზე, რაც თავისთავად ნიშნავს ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციის შენარჩუნებას, რასაც თვითონ ვერ ახერხებს ჩვილი. ხელოვნურად ვინარჩუნებთ სასიცოცხლო პარამეტრებს.

17 დღის ახალშობილის „პისიარ“ ტესტიც ჩაბარებულია და სექვენირების პასუხი ჯერ არ არის. ერთ ბავშვზე სპეციფიური „პისიარ“ ტესტით დადასტურებულია დელტა შტამი, მეორეზე კი ბრიტანული. სიმპტომურად ვერ ვვარაუდობთ, რომელი შეიძლება იყოს ახალშობილის შტამი, რადგან ვირუსი მძიმედ მიმდინარეობს ბრიტანულის და ინდურის შემთხვევაშიც. უბრალოდ, აქამდე რა გამოცდილებაც გვაქვს, კორონავირუსით ინფიცირებულ არც ერთ ჩვილს და მოზრდილს არ დასჭირვებია მართვით სუნთქვაზე გადაყვანა, ამჯერად სამ ჩვილზე ამის საჭიროება დადგა“, – განაცხადა მაია ჩხაიძემ.

მისივე განმარტებით, კლინიკაში ამჟამად 100-ზე მეტი კოვიდინფიცირებული იმყოფება, აქედან 78 ბავშვია.

 

banner
წინა სტატიაში“თაიმერის” გუნდი მწუხარებას გამოთქვამს “ტვ პირველის” ოპერატორის გარდაცვალების გამო!
შემდეგი სტატიალექსო ლაშქარავს ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს