სამი დღეა პარლამენტიდან გამოსვლისას მხვდება ერთი რუსი, დღეს გამომეკიდა – დეკანოიძე

“სამი დღეა პარლამენტიდან გამოსვლისას მხვდება ერთი რუსი. ამ ფაქტს გუშინ ტვ პირველის მანქანის მძღოლი შეესწრო. გუშინწინ სოფო ჯაფარიძე.
რუსეთის მოქლაქე, უცნობი კაცი, რომელიც მელაპარაკება გაუგებრად და მთხოვს სადღაც წაყოლას.
პირველი ორი დღე ყურადღება არ მივქციე, დღეს, უკვე სხდომიდან მაღაზიაში გასვლისას ისევ გამომეკიდა.
პარლამენტის დაცვამ მომაქცია ყურადღება და პოლიციას გამოუძახა.
პარლამენტთან რუსეთის მოქალაქე, გაურკვევლი კაცი მხვდება ყოველ დღე ..
პ.ს. პოლიციამ მართლა ოპერატიულად მოახდინა რეაგირება. ახლაც არკვევს როდის ჰქონდა საზღვრის კვეთა, რატომ შემოვიდა საქართველოში, რა მიზნით.. საგიჟეთია.” – წერს დეპუტატი ხატია დეკანოიძე.

banner
წინა სტატიაშიკი, ვემუქრებოდი, უარესი ვუთხარი, რომ არა თმენის ვალდებულება არ ვიცი რა მოხდებოდა – მდინარაძე დაპირისპირებაზე
შემდეგი სტატიასაქართველოს ხელისუფლება იქცა დაბრკოლებად საქართველოსა და EU-ს დაახლოების პროცესში – EPP-ის ვიცე-პრეზიდენტი