“სამი დღე იწვალეს და ვენესუელაზე რაღაც პოზიციის მაგვარი გამოაცხვეს” – გია ნოდია პაპუაშვილის განცხადებაზე

“სამი დღე იწვალეს და ვენესუელაზე რაღაც პოზიციის მაგვარი გამოაცხვეს”, – ასე გამოეხმაურა პოლიტოლოგი და მეცნიერი, გია ნოდია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომელიც ვენესუელაში ამერიკის მიერ განხორციელებულ სპეცოპერაციას ეხებოდა, რომლის შედეგადაც, პრეზიდენტი ნიკოლას მადურო მეუღლესთან ერთად დააკავეს.
როგორც გია ნოდია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში საუბრობს, “ოცნებას” ტრამპის ეშინია.
“თაიმერი” გია ნოდიას “პოსტს” უცვლელად გთავაზობთ:
“სამი დღე იწვალეს და ვენესუელაზე რაღაც პოზიციის მაგვარი გამოაცხვეს. ოღონდ, რაში მდგომარეობს ის?
მთავარია, რას ვერ ბედავენ: ტრამპის კრიტიკას და მადუროს დაცვას. თუმცა ამ შემთხვევაში, ტრამპმა ზუსტად ის გააკეთა, თან უაღრესად რადიკალური ფორმით, რისთვისაც დასავლეთს აკრიტიკებენ და რისაც ბიძინას ეშინია – თუმცა ზუსტად ამ ფორმას ალბათ არ ელის.
ეს ნიშნავს რომ (1) ტრამპის ეშინიათ და (2) მაინც ბოლომდე უძვრებიან.
ჩემი მოკრძალებული, მაგრამ ვრცელი პოსტიდანაც კი „იმედმა“ „გაქარდა“ მხოლოდ სასხვათაშორისოდ ნათქვამი, რომ ტრამპი „ბანძი ტიპია“. სამაგიეროდ, ყურადღება არ მიაქციეს წინადადებას, რომ „არ მეწყინებოდა, თუ ტრამპი ბიძინას და მის ეკასაც წაიყვანდა, მაგრამ ამის დიდი იმედი არ მაქვს.“
რატომ? მათ პრიორიტეტად მაინც რჩება იმის დემონსტრაცია, რომ „ნაცები“ ტრამპის მტრები არიან, თვითონ კი – მეგობრები. ეს ეწვით (ეშინიათ, ტრამპთანაც “ნაცებმა” არ აჯობონ).
სამაგიეროდ, დაბალ ღობედ მიიჩნიეს ევროკავშირი და მას დაარტყეს, თან იმის თქმით, რომ ევროკავშირი თურმე აღარ არის „საერთაშორისო წესრიგის გარანტი“. ოდესმე ყოფილა, ან ოდესმე ამბობდა, ვარო?” – წერს გია ნოდია სოციალურ ქსელში.
banner
წინა სტატიაში„მსურველთა კოალიციის“ შეხვედრისთვის უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში ჩავიდა
შემდეგი სტატიაUS Embassy Tbilisi აშშ-ის სახელმწიფო მდივანის განცხადებიდან ციტატას ავრცელებს