
გვიან ღამით სამი მათგანი კონტაქტზე გამოვიდა და დახმარება ითხოვა. მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა.
ჩოხატაურის გამგებლის, ირაკლი კუჭავას ინფორმაციით, მთაში დაკარგული სამი ახალგაზრდა ვერტმფრენის მეშვეობით ნაპოვნია. “სამწუხაროდ, ამ დრომდე ვერ მოხერხდა მეოთხე ახალგაზრდის პოვნა, რომელიც ზვავში მოყვა. რაც შეეხება დანარჩენ სამ ახალგაზრდას, მათ ვერტმფრენში ასვლაზე უარი თქვეს, ვიდრე დაკარგულ მეოთხე მეგობარს არ იპოვიან. ისინი გურია-აჭარის საზღვარზე არიან”, – განაცხადა ირაკლი კუჭავამ.
გურიის და აჭარის სამაშველო ბრიგადების თანამშრომლები კი ამ დრომდე ეძებენ ზვავში მოყოლილ ახალგაზრდას.
კურორტ ბახმაროში, ორი დღის წინ ოთხმა ახალგაზრდამ ახალი წლის შესახვედრად ლაშქრობა მოაწყო, რა დროსაც ზვავი ჩამოწვა.



















