სამი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულ დავით ბეჭვაიას უვადო პატიმრობა მიესაჯა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დღეს მკვლელობაში ბრალდებულ პაატა ჩუბინიძის, გიორგი ფიჩხაძისა და მერაბ აბესაძის მიმართ განაჩენი გამოიტანა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, დავით ბეჭვაიას უვადო პატიმრობა მიესაჯა. მოკლულის ოჯახის წევრები მოსამართლის ნატრული აკობიას გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ.

დავით ბეჭვაიას სასამრთლოს შენობიდან გამოყვანას ხმაური მოჰყვა. მოკლულის ახლობლები იმ მანქანასთან მიახლოებას შეეცადნენ, რომელშიც ბრალდებული იჯდა, თუმცა მათ ამის საშუალება, ადგილზე მობილიზებულმა სამართლდამცველებმა არ მისცეს.

10 თებერვალს სოფელ ურთაში სამი მამაკაცი – ხობის მკვიდრი მერაბ აბესაძე და ზესტაფონის მკვიდრები პაატა ჩუბინიძე და გიორგი ფიჩხაძე გაუჩინარდნენ. ისინი მცირე მეწარმეები იყვნენ და მსხვილფეხა რქოსანი საქონლით ვაჭრობდნენ.

12 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის თანამშრომლებმა სამი მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული სოფელ ნარაზენის მკვიდრი დავით ბეჭვაია დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიკიევში მეტროს მრავალმეტრიანი ბზარი გაჩნდა
შემდეგი სტატიაჰილარი კლინტონი უფრო დამაჯერებელი იყო, ვიდრე დონალდ ტრამპი