“სამი ადამიანი დაჭრა და მიიმალა” – შსს-მ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა და დაკავებულია ერთი პირი – შსს კასპში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

დაკავებულია 1995 წელს დაბადებული ლ.ხ, რომელსაც ბრალად განზრახ მკვლელობა ედება.

გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა ლ.ხ.-მ, მიმდინარე წლის 6 აგვისტოს, კასპის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სამი ადამიანი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა სამივე დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, რომელთაგანაც ერთ-ერთი – 1971 წელს დაბადებული გ.გ., სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანების გამო, კლინიკაში მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა.

banner
წინა სტატიაშიპაატა დავითაია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაზე: სრული აბსურდია
შემდეგი სტატიავოლსკი: ესა, ისა – ეს არის სავარაუდო, რასაც ISFED-ი ლაპარაკობს