სამგზავრო ავტობუსი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა-დაშავებულთა შორის ორი ბავშვია

ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავარიის დროს დაშავებული 12 პაციენტი მცხეთის სამედიცინო ცენტრსა და მცხეთის „ჯეო ჰოსპიტალში“ გადაიყვანეს. დაშავებულთა შორის ორი ბავშვია.გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვების მდგომარეობა მძიმეა.

თბილისის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო ავტობუსი, სოფელ ფერმასთან, სატვირთო ავტომობილს შეეჯახა.

როგორც “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

banner
წინა სტატიაშიეს საგანგაშო პოლიტიკური მოვლენაა-რომან გოცირიძე
შემდეგი სტატიაავარიის დროს დაშავებული ორი მცირეწლოვანი თბილისში გადმოიყვანეს