სამგორში შშმ პირთათვის ელექტროპანდუსები ეწყობა

სამგორის რაიონის გამგეობა, შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნის მიზნით, სხვადასხვა პროექტს ასრულებს. ელექტროპანდუსების მოწყობა ხუთ მისამართზე მიმდინარეობს, ხოლო სამ საცხოვრებელ კორპუსში სამუშაოები უკვე დასრულდა.

ახლადმოწყობილი ელექტროპანდუსები სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ დაათვალიერა.

პროექტი ითვალისწინებს ეტლით მოსარგებლე შშმ პირების მიერ დამოუკიდებლად სარგებლობისთვის, სპეციალური დახრილკუთხოვანი გადაადგილებადი პლატფორმის მოწყობას. მისი განხორციელებისთვის სამგორის გამგეობის ბიუჯეტიდან 177 660 ლარი გამოიყო. სამუშაოებს გამგეობის კონტრაქტორი კომპანია „ნეოტეკი“ ახორციელებს.

ელექტროპანდუსების მოწყობა დასრულდა ვარკეთილის მეორე მიკრორაიონის N24 და N26 კორპუსებში, ასევე, ვარკეთილის მესამე მიკრორაიონის N319კ კორპუსში.

banner
წინა სტატიაშიმორალური და ფაქტობრივი უპირატესობაც საქართველოს მხარეზეა ცალსახად, შესაბამისად, ჩვენ დადებითი გადაწყვეტილების მოლოდინში ვართ – კალოიანი
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია: რამდენიმე საათში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას საქმეზე „საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ“