სამგორში, 7 უკანონო ნაგებობა დავაფიქსირეთ, დემონტაჟისთვის ვადა 4 დღეა – ინსპექცია

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ, სისტემატურად მიმდინარე ინსპექტირების შედეგად, კერძოდ, სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ, სახელმწიფო მიწაზე 7 უკანონო მშენებარე შენობა-ნაგებობა დააფიქსირა.

ინსპექციის თანამშრომლებმა, ვინაიდან კანონდამრღვევები ტერიტორიაზე არ იმყოფებოდნენ, ობიექტებზე გამაფრთხილებელი მოთხოვნები გამოაკრეს.

კანონის მოთხოვნის თანახმად, სამართალდამრღვევი ვალდებულია, უმოკლეს ვადაში დაგვიკავშირდეს საბუთზე მითითებულ საკონტაქტო ნომერზე და თავად მოახდინოს უკანონო ნაგებობის დემონტაჟი.

მედიის საშუალებით კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მათ, ოთხი დღის ვადაში განახორციელონ სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე მიმდინარე უნებართვო მშენებლობების დემონტაჟი. წინააღმდეგ შემთხვევაში თბილისის მუნიციპალური ინსპექცია, კანონის შესაბამისად დაიწყებს ამ შენობა-ნაგებობების დემონტაჟს.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო: თბილისის მუნიციპალიტეტი არ და ვერ დაუშვებს სახელმწიფო მიწის მიტაცების ფაქტებს. მუნიციპალური ინსპექცია მაშტაბურ რეიდებს ატარებს და თითოეულ გამოვლენილ დარღვევაზე იქნება კანონის შესაბამისი რეაგირება.

და ბოლოს, მინდა გამოვეხმაურო იმ მიზანმიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიას, რაც მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტის დისკრედიტაციას, თითქოს მერია სახლებიდან ყრის გაჭირვებულ, სოციალურად დაუცველ ადამიანებს და უნგრევს მათ საცხოვრებელს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მუნიციპალური ინსპექცია უფლებამოსილია მოახდინოს მხოლოდ და მხოლოდ მიმდინარე უკანონო მშენებლობის დემონტაჟი, სადაც მობინადრეები არ ცხოვრობენ. რაც შეეხება უკვე შესახლებულ შენობებს, მათზე სხვა საკანონმდებლო წესი მოქმედებს, რაც მუნიციპალური ინსპექციის უფლებამოსილებას არ განეკუთვნება.

 

banner
წინა სტატიაშიჰანს კლუგე – მონაცემები ცხადყოფს, რომ საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომებს პოზიტიური ეფექტი აქვს
შემდეგი სტატიაირაკლი ოქრიაშვილი: ხელახალი არჩევნების გარეშე პოლიტიკური კრიზისი ვერ განიმუხტება