სამგორის რაიონში საცხოვრებელი სახლის მე-5 სართულზე ორი ოთახი იწვის

თბილისში, სამგორის რაიონში საცხოვრებელი სახლის მე-5 სართულზე ორი ოთახი იწვის.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, დამწვარია 20 კვადრატული მეტრის ფართობი.

უსაფრთხოების მიზნით საცხოვრებელი სახლიდან მეხანძრე-მაშველებმა მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს.

უწყების ცნობით, ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე მუშაობს ექვსი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

banner
წინა სტატიაშიქვეყანაში არის აყვავებული კორუფცია და ამის უკან დგას ბიძინა ივანიშვილი
შემდეგი სტატია„ნაციონალურ მოძრაობასთან“ ისევეა ახლოს ევროპა და ნატო, როგორც კრიალოსანი ვირთან