სამგორის რაიონში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასახმარებლად 3 773 218 ლარი დაიხარჯა

სამგორის რაიონის გამგებელმა მამუკა ჩოქურმა საზოგადოებას საქმიანობის ერთი წლის ანგარიში წარუდგინა.

სამგორის რაიონის გამგებელმა, მამუკა ჩოქურმა საზოგადოებას ერთი წლის ანგარიში ჩააბარა

შეხვედრას, რომელზეც მამუკა ჩოქურმა 2015 წლის განმავლობაში რაიონში გამგეობის მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა, თბილისის მერის მოადგილე გიორგი სოლომონია, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები, თბილისის სხვა რაიონების გამგებლები და საზოგადოებრივი საბჭოების წევრები ესწრებოდნენ.

გამგებლის ინფორმაციით, სამგორის რაიონის გამგეობის ტერიტორიულ ერთეულში 2015 წლის განმავლობაში დაიგო 148 854,37 მ² ასფალტის საფარი, რომლის საერთო ღირებულებამ შეადგინა 5 352 618,62 ლარი.

მამუკა ჩოქურის განცხადებით, რაიონში მცხოვრები, სოციალურად დაუცველი და შეჭირვებული მოქალაქეების სხვადასხვა სახის სოციალური დახმარებისათვის 3 773 218.96 ლარი დაიხარჯა. 3 957 500 ლარით დაფინანსდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების 540 პროექტი. მოეწყო 14 საბავშვო სკვერი, ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდა 15 სკვერსა და 19 სტადიონს. აშენდა საყრდენი კედლები და მოეწყო კიბეები. ჩატარდა სხვადასხვა საბავშვო გასართობი და კულტურული ღონისძიებები.

ანგარიშის ბოლოს მამუკა ჩოქურმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

banner
წინა სტატიაშიახალციხეში დევნილ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები გადაეცათ
შემდეგი სტატიააზერბაიჯანის და სომხეთის პრეზიდენტების შეხვედრა შვეიცარიაში