სამგორის რაიონში ავარიული ბაღის დემონტაჟი დაიწყო

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ კიდევ ერთი ავარიული ბაღის დემონტაჟი დაიწყო. თბილისის მერიის ინფორმაციით, სამგორის რაიონში, ჭიჭინაძის ქუჩა N1-თან მდებარე ამორტიზებული ბაგა-ბაღის შენობის ფლიგელს კონტრაქტორი კომპანია ოქტომბრის ბოლომდე დაშლის, რის შემდეგაც, ამავე ტერიტორიაზე დაკონსერვებული მშენებლობის გაგრძელება შესაძლებელი გახდება.

მათივე ცნობით, მიმდინარე სამუშაოებს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, კახაბერ გვანცელაძე რაიონის გამგებელ კახა სამხარაძეთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრა.

„მოსახლეობა აღნიშნულ დასახლებაში საბავშვო ბაღის მშენებლობას წლებია ითხოვს. ამ რაიონში დღემდე, ერთადერთი ბაღი ფუნქციონირებს, რაც ადგილობრივთა მაღალ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. წელს ამ შენობის დემონტაჟი დავიწყეთ და უკვე მომავალ წელს, შეჩერებულ მშენებლობას გავაგრძელებთ. ძალიან მალე აფრიკის დასახლებას ახალი, თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი ექნება“, – განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

ცნობისთვის, ახალი საბავშვო ბაღი 15-ჯგუფიანი იქნება და 500 აღსაზრდელს მოემსახურება.

banner
წინა სტატიაში“შეიძლება ბოკერია არ გაქცეულა, პირიქით ჩამოვიდა, მაგრამ საიდან უნდა გაქცეულიყო?! “
შემდეგი სტატიაცესკო-მ ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი შეიმუშავა, რომლის დაცვითაც ამომრჩევლები და კომისიების წევრები კენჭისყრის დღეს იმოქმედებენ