სამგორის რაიონის გამგებლად გიორგი ბაგრატიონი დაინიშნა

სამგორის რაიონის გამგებლად გიორგი ბაგრატიონი დაინიშნა. მის კანდიდატურას თბილისის საკრებულოს სხდომაზე 29 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ერთმა კი თავი შეიკავა.

გიორგი ბაგრატიონის კანდიდატურა დეპუტატებს თბილისის მერის მოადგილემ გიორგი ლილუაშვილმა წარუდგინა. მისი კანდიდატურის განხილვა კი ხმაურით წარიმართა.

“ეს კანდიდატურა ძალოვან სტრუქტურებს უკავშირდება. არჩევნების გამო ხომ არ ინიშნება იგი სამგორის რაიონის გამგებლად?“ – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა, სევდია უგრეხელიძემ.

ლილუაშვილმა დაადასტურა, რომ გიორგი ბაგრატიონი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სრუქტურებშიც მუშაობდა, თუმცა აღნიშნა, რომ ის კარგი მენეჯერი და ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორია.

banner
წინა სტატიაში„ესეც, ჩემი მეჩვიდმეტე!..“- ოკუპანტის სიტყვები გიგა ოთხოზორიას მოკვლისას
შემდეგი სტატიახვალიდან საქართველოში გამოიდარებს