სამგორის გამგეობის 13-მა თანამშრომელმა სამსახური დატოვა

თბილისის სამგორის რაიონის გამგეობის 13-მა თანამშრომელმა სამსახური დატოვა. გამგეობის უკვე ყოფილი თანამშრომლები ვეტერანთა დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღავნელის, ირაკლი შიხიაშვილის წინასაარჩევნო კამპანიაში ერთვებიან.

მათი განცხადებით, სწორედ ეს გახდა მათი თანამდებობიდან გადადგომის მიზეზი, რათა მათი გამგეობაში დარჩენა არ იყოს აღქმული, როგორც სახელისუფლებო რესურსის გამოყენებად.

არსებული ინფორმაციით, ირაკლი შიხიაშვილი საპარლამენტო არჩევნებზე სამგორის რაიონში დამოუკიდებელი კანდიდატი იქნება.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერიის თანამშრომლები თაღლითობის ბრალდებით დააკავეს
შემდეგი სტატიაგიორგი ბადაშვილი: ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე გამოძიება ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზეა დაფუძნებული