სამგორის გამგებელი – კორპუსი საცხოვრებლად სახიფათო არ არის

სამგორის რაიონის გამგებლის, კახა სამხარაძის თქმით, თენგიზ სტურუას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსი, რომლის მეოთხე სართულზე აფეთქება მოხდა, საცხოვრებლად სახიფათო არ არის და სავარაუდოდ, დღის ბოლომდე ადგილობრივებს ბინებში დაბრუნება შეეძლებათ.

“რამ გამოიწვია აფეთქება, ამას შესაბამისი სამსახურები დაადგენენ. რაც შეეხება კორპუსის მდგრადობას, მერიის სამსახურები ადგილზე იმყოფებიან, შეამოწმეს და პირველადი დასკვნით, კორპუსს საფრთხე არ ემუქრება, საცხოვრებლად სახიფათო არ არის.” -თქვა სამხარაძემ

ლილოს დასახლებაში, საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე, ბინაში სავარაუდოდ გაზი აფეთქდა. გარდაიცვალა 65 წლის ქალი.

აფეთქების შემდეგ მაშველებმა ადგილობრივებს კორპუსი დაატოვებინეს.

banner
წინა სტატიაშივაქცინაცია მსოფლიოს 151 ქვეყანაში მიმდინარეობს, ვაქცინების 652 მილიონზე მეტი დოზაა გამოყენებული
შემდეგი სტატიათურნავა “ნამახვანჰესზე” – მშენებლობა გადაიდო, ვიდრე პასუხი არ გაეცემა ყველა კითხვას