8.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

სამეგრელოში  უკანონო მიერთებების შემთხვევები გამოვლინდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ სამეგრელოს რეგიონში ჩატარებული მონიტორინგის ფარგლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელებზე უკანონო მიერთებების არაერთი ფაქტი დააფიქსირა.

“შემოწმებებმა აჩვენა, რომ რიგი კომერციული ობიექტები ქსელით სარგებლობდნენ რეგულაციების დარღვევით, რაც იწვევდა წყლის დანაკარგებს, სისტემაში წნევის ვარდნას და პოტენციურ რისკებს სასმელი წყლის უსაფრთხოებისთვის.

კომპანია აგრძელებს სისტემურ კონტროლს ქვეყნის მასშტაბით და ხაზგასმით მოუწოდებს მოსახლეობასა და ბიზნესს, წყალმომარაგების სერვისით ისარგებლონ მხოლოდ კანონიერად, რათა უზრუნველყოფილი იყოს მომსახურების უწყვეტობა, ხარისხი და უსაფრთხოება”,_ აცხადებს წყალმომარაგების კომპანია.

 

banner
წინა სტატიაშიმედვედევი: ვის უფრო მეტი მოთმინება აქვს, რომ მტრის სავალალო დასასრულს დაელოდოს?
შემდეგი სტატიაშალვა პაპუაშვილი: იმ დღეს დავინახეთ, რომ რამდენიმე ათასი ქართველი მზად არის, საკუთარი ქვეყანა საომარ პოლიგონად გადააქციოს