სამეგრელოში თვითიზოლაციაში მყოფთა რაოდენობა 12-ით გაიზარდა

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა 12-ით გაიზარდა და ამ დროისთვის იზოლაციაში 131 ადამიანი იმყოფება. კარნატინში კი 45 ადამინი.

მუნიციპალიტეტების მიხედვით თვითიზოლაციაში მყოფ პირთა მონაცემები ასეთია:

ზუგდიდში თვითიზოლაციაში 50 ადამიანი იმყოფება. აბაშაში – 4. სენაკში -26. ხობში- 18, წალენჯიხაში -3. ფოთში- 25.მარტვილში- 5.

მესტიასა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში თვითიზოლაციაში პირები არ არიან.

საქართველოში კორონავირუსის 385 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან გამოჯანმრთელდა 84 და გარდაიცვალა 3.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ ხუთი პაციენტი გამოჯანმრთელდა
შემდეგი სტატიამარტვილის მონასტერში სააღდგომო ღვთისმსახურება დღეს ღამის 12 საათზე დაიწყება