სამეგრელოში თხილის მოსავალი განადგურდა

,,თაიმერის,, ინფორმაციით, სამეგრელოს მთელ რიგ რაიონებში სოფლის მოსახლეობა შესაძლებელია თხილის მოსავლის გარეშე დარჩეს.
მიუხედავად იმისა, რომ თხილის მოსავლის აღებამდე თითქმის ერთი თვე რჩება, მიღებული ინფორმაციით, სამეგრელოს დაბალი ზონის რაიონებში თხილის მოსავლის თითქმის 70-80 % განადგურებულია. მიზეზად მოსახლეობა მწერებს და შეწამვლის პროცესის დაგვიანებას ასახელებს. ადგილობრივთა განმარტებით, თხილის კულტურას ყოველწლიურად სხვადასხვვა სახის და ჯიშის მწერები უჩნდებიან, რომლებიც ამ კულტურას ფოთლებს, ნაყოფს და თვით მერქანსაც კი უზიანებს.

 

 

აზიური ფაროსანა, რომელმაც გასულ წლებში სერიოზული ზარალი მიაყენა თხილის კულტურას, წლეულს ამერიკული დახმარების პროგრამით შეძენილი შხამ-ქიმიკატებით შეწამვლის შედეგად უნდა განადგურებულიყო, თუმცა შეწამვლის სახელმწიფო პროგრამამ მოქმედება დიდი დაგვიანებით დაიწყო, რის მიზეზად ადგილობრივი ხელისუფლებები მაის-ივნისში ცუდ მეტეოროლოგიურ პირობებს ასახელებენ. მიუხედავად იმისა, რომ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შეწამვლის პროგრამა დღემდე გრძელდება, ეს ღონისძიება უკვე დაზიანებულ მოსავალს ვერაფრით უშველის.ამას, გარდა, როგორც სამეგრელოში აცხადებენ, მწერი, რომელიც ამჟამად აზიანებს თხილის ფოთლებსა და ნაყოფს, სრულიად არ გავს აზიურ ფაროსანას. ის, ყავისფერი ფაროსანასგან განსხვავებით, გაცილებით მცირე ზომის შავი ფერის მწერია. ეს მწერი იკვებება თხილის ფოთლებით და ნაყოფის ქერქზე შავი ფერის ფეკალიებს ტოვებს, რაც ნაყოფის ლპობას იწვევს.

 

banner
წინა სტატიაში,,გაზპრომი,, ოკუპირებულ ცხინვალში შედის
შემდეგი სტატიაინტერპოლმა თურქეთი 60 ათას კაციანი სიის გამო მონაცემთა ბაზიდან ამოიღო