ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ამ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე სამი პირი დააკავა: აფთიაქის ხელმძღვანელი, ფარმაცევტი და კლინიკის ექიმი.
გამოძიებით დადგინდა, რომ ორ სხვადასხვა აფთიაქში, სისტემატურად, რეცეპტის გარეშე ყიდდნენ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს. აფთიაქის ხელმძღვანელს ამ უკანონო საქმიანობაში ერთ-ერთი კლინიკის ექიმი-ნევროლოგი ეხმარებოდა. ნივთმტკიცებად ამოღებულია დიდი ოდენობით მედიკამენტები და ფული.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 192-ე და 25-192-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით 3-დან 5 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.


















