სამეგრელოში ნარკორეალიზატორი დააკავეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციის
დეპარტამენტის დირექტორმა, ნიკოლოზ დიასამიძემ ბრიფინგი გამართა. ნიკოლოზ
დიასამიძის განცხადებით, სამართალდამცველებმა სამეგრელოში ნარკორეალიზატორი
დააკავეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის
დეპარტამენტის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, 14 მაისს ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო
ღონისძიებების შედეგად, სამეგრელოში, კერძოდ ზუგდიდში, ნარკოტიკების
რეალიზაციის ბრალდებით, 1973 წელს დაბადებული ვ. კ. დააკავეს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ
გასაღებას სისტემატურად ახდენდა. მისი პირადი ჩხრეკისას
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება
ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით.

მიმდინარე წლის 1 იანვრიდან დღემდე სამართალდამცველებმა მხოლოდ
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ
შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით 150-ზე მეტი პირი დააკავეს და
განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება
ამოიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონო
ბრუნვის და გავრცელების წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას.“ – განაცხადა ნიკოლოზ
დიასამიძემ.

banner
წინა სტატიაში,,რუსეთი აგრძელებს ფიქრს, რომ აგრესიით შეუძლია, საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირის წევრობაში შეუშალოს ხელი, ეს არ მოხდება”
შემდეგი სტატია,,სანამ ჩვენსას განვავითარებთ, კიდევ ხუთი წელი გავა და ხუთი წლის შემდეგ დავუბრუნდებით იმავე საკითხს”-ქობულია