9.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

სამეგრელოში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში მსგავსი დანაშაულისთვის არაერთხელ ნასამართლევი 2 პირი: 1973 წელს დაბადებული ვ.კ. და 1984 წელს დაბადებული ბ.ქ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღეს, მათ შორის: „მეთადონი“ და „პრეგაბალინი“.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე და 273-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაში“ყალბ ოქროებს ალომბარდებდნენ” – მარნეულში სხვადასხვა დროს მომხდარი თაღლითობის ფაქტზე 4 პირი დააკავეს
შემდეგი სტატიარეგისტრირებული დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზეა – შსს-ს 2025 წლის სტატისტიკა