სამეგრელოში მეხუთე დღეა 61 წლის კაცს ეძებენ

region
ავტ.: region ოქტომბერი 11, 2020 15:19

სამეგრელოში მეხუთე დღეა 61 წლის კაცს ეძებენ

სამეგრელოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ სქურის მიმდებარედ გრძელდება დაკარგული კაცის საძიებო სამუშაოები.

სამაშველო-საძიებო ოპერაციაში ჩართულია 15-კაციანი ჯგუფი და დრონი. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

დღეს, 11 ოქტომბერს, საძიებო სამუშაოებში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. მაშველებმა, ოჯახის წევრებთან ერთად, მთის ფერდის ის ნაწილი დაათვალიერეს, სადაც ფეხით გადაადგილება შეუძლებელია.

უწყების თანახმად, 61 წლის კაცი სოფელ ჯგალიდან სქუირის მიმართულებით 6 ოქტომბერს გავიდა და სახლში არ დაბრუნებულა. სამაშველო-საძიებო სამუშაოებში ჩაერთო მეხანძრე-მაშველთა ჯგუფი. დაკარგული კაცის პირადი ნივთებ მიტოვებულ ქოხში, სქურის მთის ახლოს იპოვეს. სამძებრო სამუშაოებში ასევე მონაწილეობდა ექსპერტ-კრიმინალისტების კრინოლოგიური სამსახურიც.

region
ავტ.: region ოქტომბერი 11, 2020 15:19