“სამეგრელოში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ხუთი ოკუპირებულ სოფელ საბერიოს მიეკუთვნება”

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას განცხადებით, რეგიონში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ხუთი ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ საბერიოს კლასტერს განეკუთვნება, ორი ფოთის დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ორი შემთხვევა ზუგდიდში გამოვლინდა, მათგან ერთი რუხის საჯარო სკოლის მოსწავლის კონტაქტია.

ინფიცირებულებს შორისაა ხობის მუნიციპალიტეტის მკვიდრიც, რომელიც ხობში რამდენიმე დღის წინ დადასტურებული შემთხვევის კონტაქტს წარმოადგენს.

მალხაზ თორიას თქმით, რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 301 ნიმუშის, ხოლო სენაკის ლაბორატორიაში 110 ნიმუშის კვლევა ჩატარდა.

„მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა. რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა სულ 159 მოქალაქეს შეადგენს. რეგიონის მასშტაბით საკარანტინო სივრცში იმყოფება 130 ადამიანი“, – განაცხადა მალხაზ თორიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ინფიცირებულების რაოდენობა გვეზრდება, ჯერ პროცესს ვმართავთ
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – არჩევნებზე არანაირი გართულება არ გვჭირდება, მაინც სამართლიანად, ღიად, ყველა პირობებში გავიმარჯვებთ