სამეგრელოში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 309 ნიმუშის გამოკვლევა მოხდა. მათგან გვაქვს 17 დადებითი პასუხი. აქედან 9 შემთხვევა გვაქვს ზუგდიდში, მათ შორის არის 7 ოქროს ბირჟის კლასტერის კონტაქტი, 1 ბაღდადში დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია. 1 ცხელებით რუხის კლინიკაში შესული პაციენტია, რომელიც არსად არ მუშაობს და დიასახლისია, მიმდინარეობს მისი დაინფიცირების წყაროს მოძიება. 3 შემთხვევა დაფიქსირდა ფოთში, ისინი ევექსის კლინიკის თანამშრომლები არიან (კონკრეტულად მედდა). 5 ოკუპირებული აფხაზეთის მკვიდრია – მათი ნაწილი რუხის ცხელების ცენტრში იმყოფებოდა.

მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.

სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 186 მოქალაქეს. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 78 კოვიდ პაციენტი, აქედან 2-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 19 კოვიდპაციენტი მკურნალობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 7 პაციენტი, მათგან 5 ზუგდდიის მკვიდრია, 1 სენაკში მცხოვრები მოქალაქეა, ერთი კი აჭარის რეგიონიდანაა, რომელიც ფოთის კლინიკაში მკურნალობდა.

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცში იმყოფება – 133 ადამიანი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია თბილისის ცენტრალური პარკის პროექტზე – უნდა აღვნიშნოთ ბიძინა ივანიშვილის უაღრესად მნიშვნელოვანი ხელწერა, როგორ შეიძლება ემსახურო და იზრუნო შენს ხალხზე
შემდეგი სტატიაკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან სამი ფოთში გამოვლინდა, ინფიცირებულები ექთნები არიან