სამეგრელოში კორონავირუსი 91 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 33 ზუგდიდშია

რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 684 ნიმუშის გამოკვლევა მოხდა. მათგან 91 -ზე დადებითი პასუხია.
აქედან 33 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, მათგან ყველა უკვე დადასტურებული შემთხევვის კონტაქტები არიან, ისინი რუხის და ევექსის კლინიკებში ცხელებით შესული პაციენტები არიან.

შპს ფოთის ტექსტილში განხორციელდა პერსონალის გატესტვა, გუშინ გაიტესტა 400 თანამშრომელი, მათგან 56 დადებითია, ისინი ყველა უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან.
1 შემთხვევა დაფიქსირდა აბაშაში, როემლიც კლინიკა ევექსის მედპერსონალია, მიმდინარეობს კონტაქტის მოძიება.
1 შემთხვევა გვაქვს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, ის უკვე დადასტურებულ შემთხვევის კონტაქტია.

მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.

სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 253 მოქალაქეს. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 79 კოვიდ პაციენტი, აქედან 16-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 33 კოვიდპაციენტი მკურნალობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 14 პირი. ფოთის კლინიკიდან გაეწერა 4 პაციენტი, მათგან 2 გურიის რეგიონიდან არის, 1 ფოთის მაცხოვრებელია და 1 აჭარის რეგიონიდანაა. რუხის კლინიკიდან გაეწერა 10 პაციენტი, მათგან 2 ჩხოროწყუს მაცხოვრებელია, 6 ზუგდიდელია და 2 ხობის მაცხოვრებელია.

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 137 ადამიანი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით გორში ვაშლის ბაღები გაშენდა
შემდეგი სტატიაივანიშვილის პროპაგანდის გზავნილია შავ-თეთრი სურათის დახატვა, რომ ივანშვილის ალტერნატივა არის მხოლოდ სააკაშვილის გაპრემიერება და სწორედ ამიტომ ბლოკავენ ასე უტიფრად ჩვენ გზავნილს – ბოკერია იმედზე