სამეგრელოში კიდევ ერთი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

სამეგრელოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. 85 წლის ქალი სენაკის კლინიკა „სენამედში“ მკურნალობდა.

რუხის კლინიკაში იმყოფება 66 კოვიდ პაციენტი, მძიმეა შვიდი პაციენტის მდგომარეობა.

სენაკის კლინიკა „სენამედში“ იმყოფება 38 კოვიდპაციენტი, მათ შორის მძიმეა ხუთი პაციენტის მდგომარეობა. ფოთის კლინიკაში იმყოფება 33 ინფიცირებული, მათ შორის მძიმეა ოთხი პაციენტის მდგომარეობა.

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 18 კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება, მათ შორის ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

აბაშის „ევექსის“ კლინიკაში – 21 ინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას. სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ – 31 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 54 პაციენტი.

banner
წინა სტატიაშიშსს – დავაკავეთ პირი, რომელიც ნაქირავებ მანქანებს შლიდა და ნაწილებს ყიდდა
შემდეგი სტატიასააკაშვილი: ბაიდენმა მითხრა, შენ ხარ აღმოსავლეთ ევროპის ჯორჯ ვაშინგტონიო