სამეგრელოში ყოფილმა ძალოვანებმა განცხადება გააკეთეს: პოლიციელებმა უარი თქვეს სპეცოპერაციაში მონაწილეობაზე

სამეგრელოს პოლიციის სამხარეოს შენობასთან, ყოფილმა პოლიციელებმა ყოფილი ძალოვნების წინააღმდეგ ხელისუფლების სავარაუდო რეპრესიებზე განცხადება გააკეთეს და ზუგდიდში ჩატარებულ სპეცოიპერაციას გამოეხმაურნენ.

თენგიზ გუნავას განცხადებით, “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ ძალოვანი უწყების ყოფილი მაღალჩინოსნები დააშანტაჟა და მას შემდეგ, რაც სასურველ მიზანს ვერ მიაღწიეს, დაკავებები  და იარაღის ჩადება დაიწყეს.

ყოფილი პოლიციელების ინფორმაციით, გუშინდელ სპეცოპერაციაზე პოლიციამ უარი თქვა, რის გამოც მამუკა ჭელიძეს და შალვა ბედოიძეს მისი ჩატარება მოუწიათ.

“ვიცოდით, რომ უნდა მოსულიყვნენ და დავეჭირე მეც. სახლში იყვნენ ჩხრეკა ჩაატარეს, ვინაიდან სახლში არ დავხვდი შესაძლებელი იყო, რომ ვყოფილიყავი ჩემთვისაც ჩაედოთ. ლექსო არის ღირსეული პოლიციელი, ღირსეულად ემსახურათავის ქვეყანას. არსად არ წავსულვარ, არ ვიმალები”- ამბობს რუსლან შამახია.

პოლიციელები ამბობენ, რომ ხელისუფლების ქმედებების მიზეზი არის ის,რომ ისინი ხელს უშლიან მმართველი გუნდის მცდელობას, არჩევნები გააყალბონ.

 

 

 

 

banner
წინა სტატიაშიტიკარაძე გოგელიას კლინიკაზე: გავიგებთ რატომ არ მოხდა რეაგირება
შემდეგი სტატიაიაგო ხვიჩია ფიქრობს, რომ უმჯობესი იქნება, სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაიგზავნოს